Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ბრიტანელი, ამერიკელი და ფრანგი მეცნიერები


შვედეთის სამეფო აკადემიამ ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა 7 ოქტომბერს სტოკჰოლმში გამოაცხადა.
შვედეთის სამეფო აკადემიამ ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა 7 ოქტომბერს სტოკჰოლმში გამოაცხადა.

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ ბრიტანელი, ამერიკელი და ფრანგი მეცნიერები ჯონ კლარკი, ჯონ მარტინისი და მიშელ დევორე. სამივე მათგანი ამერიკულ, კალიფორნიის და იელის უნივერსიტეტებში საქმიანობს.

შვედეთის სამეფო აკადემიამ ლაურეატების ვინაობა დღეს, 7 ოქტომბერს სტოკჰოლმში გამოაცხადა.

ამერიკელმა და ევროპელმა მეცნიერებმა ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემია მიიღეს კვანტური მექანიკის სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგად მაკროსკოპური კვანტურ-მექანიკური ტუნელირებისა და ელექტროჯაჭვში ენერგიის დაკვანტვისთვის.

6 ოქტომბერს მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი მეცნიერები მერი ბრანკოუ და ფრენკ რემსდელი და იაპონელი შიმონ საკაგუჩი.

ნობელის 2025 წლის პრემიით დაჯილდოება 6 ოქტომბერს დაიწყო და 13 ოქტომბერს დასრულდება.

ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის და ლიტერატურის დარგებში და მშვიდობის დამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

1969 წლიდან შვედეთის ბანკის ინიციატივით დაარსდა ნობელის სახელობის პრემია ეკონომიკაში.

მშვიდობის გარდა, ნობელის ყველა პრემია შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიცემა, ხოლო მშვიდობის პრემია - ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG