კარიბის ზღვის კუნძულზე ბოლო სროლა სამშაბათს ღამით მოხდა, როდესაც დედაქალაქ კინგსტონში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ხალხის ჯგუფს გაუხსნა ცეცხლი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სულ მცირე, ორი ბავშვი.
კვირას, დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ლინსტედში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 წლის გოგონა.
პრემიერ-მინისტრი ენდრიუ ჰოლნესი, პოლიციისა და მთავრობის მაღალჩინოსნებთან ერთად, ორშაბათს ლინსტედს ეწვია, სადაც მაცხოვრებლები დაღუპულებს გლოვობდნენ.
პოლიციას არ დაუკონკრეტებია, თუ რა იყო მკვლელობების მოტივი.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2.8 მილიონი მოსახლეობის მქონე კუნძულზე 4 ოქტომბრის მონაცემებით, 522 მკვლელობა დაფიქსირდა, რაც 41%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 883 მკვლელობასთან შედარებით.
2009 წელს რეკორდული 1 683 მკვლელობა დაფიქსირდა.
ფორუმი