მექსიკის არმიამ სამშაბათს გვიან ღამით განაცხადა, რომ სიუდად მანტესა და ტამპიკოს დამაკავშირებელ გზატკეცილზე პატრულირებისას მისმა ზოგიერთმა ჯარისკაცმა ცეცხლი გაუხსნა მანქანას, რომელმაც მათზე დაჯახება სცადა. ხუთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი - მოგვიანებით, საავადმყოფოში.
არმიის განცხადებაში არ იყო მითითებული, იყვნენ თუ არა მანქანაში მყოფი პირები შეიარაღებულები.
ოთხშაბათს, შეინბაუმს დილის პრესკონფერენციაზე ინციდენტის შესახებ ჰკითხეს და თქვა, რომ „ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება რაციონალური უნდა იყოს. არსებობს კანონი, რომელიც განსაზღვრავს მისი გამოყენების პირობებს“.
არმიამ განაცხადა, რომ ინციდენტში ჩართული ჯარისკაცები თანამდებობიდან გაათავისუფლეს და გენერალურ პროკურორს წარუდგინეს, რომელიც ამ შემთხვევას სამხედრო მართლმსაჯულების სისტემის პარალელურად იძიებს.
ტამაულიპასში, რომელსაც ტეხასთან გრძელი საზღვარი აქვს, არაერთი კრიმინალური ორგანიზაცია მოქმედებს.
ფორუმი