Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი 18.10.2025

სასამართლომ იმსჯელა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო 16 ადამიანიდან, 5-ისთვის აღკვეთოს ღონისძიების შეფარდების საქმეზე. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობა შეუფარდა იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, თემურ ქურციკიძეს და გიორგი ტალახაძე, მარიამ მეყანწიშვილს კი - 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო.

21:19 18.10.2025

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დარბაზში გაისმა “ყოჩაღად იყავით”.

21:09 18.10.2025

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გადაწყვეტილება გამოაცხადა:
იური ლომიძე - პატიმრობა;
მარიამ მეყანწიშვილი - 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო;
დავით გიუნაშვილი - პატიმრობა;
თემურ ქურციკიძე - პატიმრობა;
გიორგი ტალახაძე - პატიმრობა.

20:21 18.10.2025

მოსამართლე სათათბირო ოთახში გადის. გადაწყვეტილებას გამოაცხადებს დარბაზში დაბრუნების შემდეგ.

20:19 18.10.2025

მარიამ მეყანწიშვილი ამბობს, რომ ჯიუტი ქალია და არ აპირებს არსად გაქცევას.

„რაც არ უნდა განვითარდეს ამ ქვეყანაში, მე არსად არ ვაპირებ გაქცევას“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG