Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ჰაკერებმა რვა ბრიტანული სამხედრო ბაზის დოკუმენტები გაავრცელეს


Tornado GR4 ბრუნდება ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე - Akrotiri-ში. 3 დეკემბერი, 2015 წელი (არქივის ფოტო)
Tornado GR4 ბრუნდება ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე - Akrotiri-ში. 3 დეკემბერი, 2015 წელი (არქივის ფოტო)

რუსმა ჰაკერებმა რვა ბრიტანული სამხედრო ბაზის შიდა დოკუმენტები გაავრცელეს, მათ შორის, მათი თანამშრომლების პირადი მონაცემები და კიბერუსაფრთხოების ინსტრუქციები.

ამის შესახებ იტყობინება Daily Mail-ი. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინციდენტს იძიებენ.

გამოცემის ცნობით, Lynx-ჯგუფის ჰაკერები თავს დაესხნენ Dodd Group-ს, თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორს, რომელიც სამხედრო ობიექტების მშენებლობასა და მომსახურებაშია ჩართული.

მოპარულ დოკუმენტებს შორის ასევე იყო მეორე კონტრაქტორის, სამშენებლო კომპანია Kier-ის მასალები.

ჰაკერებმა გამოსასყიდი მოითხოვეს კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნების მუქარით და მოპარული დოკუმენტების ინტერნეტში გაჟონვა დაიწყეს.

გაჟონილი დოკუმენტები მოიცავს სამეფო საჰაერო ძალების ბაზების გეგმებს, სადაც ბირთვული იარაღი და აშშ-ის F-35 გამანადგურებლებია განთავსებული, ძირითადი დრონების ბაზას, საიდუმლო რადარის სადგურს, საზღვაო ბაზებს და სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზას სამხრეთ ბრიტანეთში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG