პატიმრობა შეუფარდეს დღეს, 23 ოქტომბერს დაკავებულებს. ესენი არიან:
- 64 წლის ლია მუშკუდიანი - მოსამართლე კობა ჩაგუნავა - 3 დღე (მოსამართლემ თქვა, რომ ასაკი გაითვალისწინა);
- პოლიტიკური აქტივისტი კახაბერ კვეკვესკირი - მოსამართლე კობა ჩაგუნავა - 14 დღე;
- რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ბელიკოვი - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი - 14 დღე და საქართველოდან გაძევება 2 წლით. მას რუსეთში დეპორტაცია ემუქრება.
რაც შეეხება დანარჩენ 14 დემონსტრანტს, რომლებიც წინა დღეს, 22 ოქტომბერს, დააკავეს და რომელთა სასამართლოებიც 23-ში დაინიშნა:
- რვა მათგანს პატიმრობა შეუფარდეს;
- ექვსის პროცესი გადაიდო.
პატიმრობა შეეფარდათ შემდეგ დემონსტრანტებს:
- ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი - მოსამართლე ზვიად ცეკვავა - 7 დღე;
- აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი - მოსამართლე ზვიად ცეკვავა - 14 დღე.
- ლორენა ბერია - მოსამართლე კობა ჩაგუნავა - 4 დღე;
- ნეკა ნათელაშვილი - მოსამართლე ნინო ენუქიძე - 6 დღე;
- მარია ტალიაშვილი - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი - 4 დღე;
- ლუკა გოგია - 14 დღე;
- შაკო ბაღდოშვილი - 14 დღე;
- ნიკოლოზ შურღაია - 14 დღე.
დემონსტრანტები, რომელთა სასამართლო პროცესებიც გადაიდო, მანამდე კი დარბაზიდან გაათავისუფლეს:
- ნინი ნაჭყებია;
- თამუნა გიორგაძე;
- გიორგი ელიაშვილი;
- იოსებ ხეოშვილი;
- თეონა ტალახაძე;
- დავით ასანიძე.
გასულ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო კანონები, რომლებმაც კიდევ უფრო შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება - აქციაზე პირბადის გაკეთება ან გზის გადაკეტვა ისჯება 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში - 1 წლამდე პატიმრობით.
ფორუმი