Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას


უკრაინა, 23 ოქტომბერი, 2025 წელი
უკრაინა, 23 ოქტომბერი, 2025 წელი

25 ოქტომბრის ღამეს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაზე თავდასხმას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 15-ზე მეტი.

დაღუპულები დნეპროპეტროვსკის ოლქის მკვიდრნი არიან. შაბათს გამთენიისას განხორციელებული თავდასხმის შედეგად ამ ოლქში კიდევ 7 ადამიანი დაშავდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გაივანენკოს თქმით, სინელნიკოვოს რაიონზე სარაკეტო და დრონების თავდასხმის დროს გაჩნდა ხანძარი, დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, ასევე სამეურნეო ნაგებობა და მაღაზია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 25 ოქტომბრის ღამეს, კიევზე თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, მათგან სამი კლინიკაშია გადაყვანილი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG