13:21 - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, 5000 - ლარიანი გირაოთი შეეცვალა. შემდეგი სხდომა 13 ნოემბერს, 12 საათზე დაინიშნა.
13:18 - "მე ვენდობი ჩემს ადვოკატებს, ბრწყინვალი ადვოკატები მყავს, ვენდობი მათ, იბრძვიან ჩემი უფლებების დასაცავად... ჩემი გადარჩენაა აქედანა გაშვება დღეს, მადლობა. მადლობა მინდა გადავუხადო ციხის ადმინისტარციას, ექიმებს, მკურნალ ექიმს, ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ახლა ორი ოპერაცია მჭირდება", - ამბობს ნინო, რომელსაც უჭირს ლაპარაკი.
13:17 - "მე ვერ გამოვხატავ პროკურატურის მიმართ მადლიერებას, რადგან ნინოს ტანჯვა და ის მდგომარეობა, რაშიც ახლაა, როცა ვეღარ გადაადგილდები, თვითმოვლის უნარები შეზღუდული აქვს, კიდურებს ვერ ამოძრავებს, იყოფება ტანჯვაში, რადგან ასე გადაწყვიტა პროკურატურამ და სანამ ნინოს უკანასკნელ მდგომარეობამდე მისვლა არ დადასტურდა, მანამდე არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ნინოს ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება არის პროკურატურის პასუხისმგებლობა", - თქვა ადვოკატმა თამარ გაბოძემ.
13:15 - "ბრალდების მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა, მკურნალობა და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ, რომ პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი. გირაოს თანხად განისაზღვროს 500 ლარი და გადახდის ვადად განისაზღვროს 30 დღე", - თქვა პროკურორმა.
ფორუმი