Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ორბანს უთხრა, რომ პუტინთან სამიტი გაუქმდა უკრაინაში ომის გაგრძელების გამო


მარცხნიდან მარჯვნივ - ჯეი დი ვენსი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი, ვაშინგტონი, თეთრი სახლი, 2025 წლის 7 ნოემბერი
მარცხნიდან მარჯვნივ - ჯეი დი ვენსი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი, ვაშინგტონი, თეთრი სახლი, 2025 წლის 7 ნოემბერი

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება გახდა მიზეზი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ბუდაპეშტში დანიშნული სამიტის გაუქმებისა - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე.

"მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ ჯერჯერობით უბრალოდ არ უნდათ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა" - თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ პუტინთან შეხვედრა ბუდაპეშტში მაინც გაიმართოს.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ უნგრეთი კვლავაც მძლავრადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, რადგან ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. აშშ-ში ამუშავებენ ბუდაპეშტის შესაძლო სანქციებიდან გათიშვის საკითხს, რათა მას დარჩეს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შესაძლებლობა.

პარალელურად, უნგრეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესმა კომპანია MOL-მა ორბანის ვაშინგტონში ვიზიტის წინ განაცხადა, რომ შეუძლია რუსეთის ნავთობი 80 პროცენტამდე მოცულობით ჩაანაცვლოს სხვა წყაროებიდან მიღებული საწვავით. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Bloomberg-ი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG