როგორც კომისიის სხდომის მასალებზე დაყრდნობით სააგენტო "ტასსი" იუწყება, ადმინისტრაციული გაძევების ნაცვლად შემოიღებენ ჯარიმას ათასიდან 50 ათასამდე რუბლის ოდენობით ან იძულებითი შრომას 200 საათამდე.
კომისიამ ასევე დაამტკიცა ხელისუფლების ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესწორებების შეტანაზე. ამ შესწორებებით იკრძალება უცხოელების ან მოქალაქეობის არმქონე პირების გადაცემა სხვა სახელმწიფოსთვის, თუკი ეს პირები კონტრაქტის საფუძველზე გადიოდნენ ან გადიან საბრძოლო სამსახურს და მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი უარს იტყვის პირების გადაცემაზე სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევაში ან განაჩენის აღსრულების მიზნით.
გარდა ამისა, განხილვის პროცესშია კიდევ ერთი კანონპროექტი, რომლითაც უცხოელთა ამ კატეგორიის მიმართ აიკრძალება დეპორტაციის გადაწყვეტილებები, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ან დროებითი ყოფნის ვადის შემცირება.
რუსეთის არმიაში მოსამსახურე უცხოელებს თავიანთ ქვეყნებში რეგულარულად ასამართლებენ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის. მაგალითად, უზბეკეთში სამ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს 59 წლის კაცს, რომელიც მსახურობდა გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერში".
ფორუმი