კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე 14 ნოემბერს, დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
განახლება: დილის რვა საათისთვის ტკაჩენკომ გაავრცელა განახლებული მონაცემები, რომელთა თანახმად, კიევში 1 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.
კიევის სხვადასხვა რაიონში დაზიანებული და დამწვარია ათზე მეტი მრავალბინიანი სახლი და ადმინისტრაციული შენობა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაზიანებულია თბომაგისტრალის არაერთი მონაკვეთიც, რის გამოც სახლების ნაწილს გათბობით მომარაგება შეუწყდა.
რუსული დრონებითა და რაკეტებით შეტევის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა კიევის ოლქში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.
კიევის ოლქის ბუჩის, ვიშგოროდის, ფასტოვის, ბელოცერკოვსკის და ობუხოვის რაიონებში დაზიანებული და დამწვარია სახლები და სასაწყობე შენობები.
ფორუმი