შემთხვევა 11 ნოემბერს მოხდა, სროლის შედეგად ხუთი ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.
დაუდასტურებელი მონაცემებით, დაკავებულია სროლასთან კავშირში მყოფი ორი ეჭვმიტანილი. როგორც ტელეგრამის არხი "D News Абхазия" იტყობინება, დაკავება სოხუმსა და ადლერში განხორციელდა "რუს კოლეგებთან თანამშრომლობით". ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
სროლა სოხუმში გენადი ადლეიბას გასვენებაში მოხდა, ის კრიმინალურ სამყაროში ქალაქის "მაყურებლის" სტატუსით იყო ცნობილი
შემთხვევის დროს დაიჭრა 59 წლის "კანონიერი ქურდი" რაულ ბარცბა (პიზა). ადგილობრივი ტელეგრამის არხების თანახმად, მთავარი სამიზნე სწორედ ის იყო.
ფორუმი