ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 632 130 ლარს.
შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიას გადაეცა 3 432 520 ლარი, თუმცა სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და ხელშეკრულება შეწყდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ინსპექტირების ორგანოების თანამშრომლების დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის მომზადებისა და გამოყენების გზით, თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს", - ნათქვამია ფინანსური პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ტენდერში, რომელშიც სამშენებლო კომპანია #1-მა გაიმარჯვა, სულ 4 სამშენებლო კომპანია მონაწილეობდა. ამ კომპანიას 2022 წლამდე სახელმწიფო უწყებებისგან არაერთი მსხვილი ტენდერი აქვს მოგებული - მის კონტრაქტორებს შორის არიან იუსტიციის სახლი, აღსრულების ეროვნული ბიურო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, თავდაცვის სამინისტრო, პარლამენტის ბიბლიოთეკა.
ტექნიკური უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული პროფესიული კოლეჯი დიდ ჯიხაიშში, რომელიც "სამშენებლო კომპანია #1"-ს უნდა განეახლებინა თითქმის 7 მილიონ ლარად, 1925 წელს ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით გაიხსნა, როგორც სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი - 2015 წლიდან ეს კოლეჯი ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტრუქტურის ნაწილი გახდა.
ფორუმი