გეგმაში შესაძლოა ცვლილებები იქნეს შეტანილი. კერძოდ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიძლება გაზარდოს ან საერთოდ გააუქმოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გეგმით დაწესებული ლიმიტი - 600 ათასი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ომის შემდგომ პერიოდში შეკავების მექანიზმის გასაძლიერებლად ამერიკელი ჩინოვნიკები განიხილავენ უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების, Tomahawk-ების მიწოდებას, თუკი სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულ იქნება.
Washinton Post-ი ასევე სხვა ახალ დეტალებსაც ასახელებს. კერძოდ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას უთხრა, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს გამიზნული აქვთ, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით დაეხმარონ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გასწვრივ „უსაფრთხოების კედლის“ აგებაში. გამოცემის წყაროს არ დაუზუსტებია, რა იგულისხმება „უსაფრთხოების კედელში“.
ფორუმი