Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch-ი რუსეთში "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადდა


Human Rights Watch-ი რუსეთში "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადდა. 2025 წლის 28 ნოემბერი
Human Rights Watch-ი რუსეთში "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადდა. 2025 წლის 28 ნოემბერი

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი.

Human Rights Watch-ი მუშაობს 1978 წლიდან და 70-ზე მეტ ქვეყანაში უწევს მეთვალყურეობას ადამიანის უფლებების დარღვევებს.

რუსეთში ორგანიზაციის ვებსაიტი 2022 წელს დაბლოკეს - უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

რუსეთის ფედერაციაში "არასასურველ ორგანიზაციებთან" თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG