Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასმა კიდევ ერთი მძევლის ნეშტი გადასცა ისრაელს


საილუსტრაციო ფოტო: საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანა, რომლითაც ღაზაში გარდაცვლილი ისრაელელი მძევლის ცხედარი გადააქვთ. ქალაქი ღაზა, 27 ოქტომბერი, 2025.
საილუსტრაციო ფოტო: საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანა, რომლითაც ღაზაში გარდაცვლილი ისრაელელი მძევლის ცხედარი გადააქვთ. ქალაქი ღაზა, 27 ოქტომბერი, 2025.

პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ისრაელს გადასცა კუბო კიდევ ერთი მძევლის ნეშტით.

ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოხდება ნეშტის ამოცნობა, ასევე ჩატარდება გამოძიება სიკვდილის მიზეზებსა და გარემოებებზე.

Associated Press-ის ცნობით, ღაზის სექტორში კიდევ ორი ისრაელელი მძევლის ცხედარი დარჩა. სამშაბათს ჰამასის მიერ გადაცემული ნეშტი არცერთ მათგანს არ ეკუთვნის.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ოთხშაბათს ჰამასის წევრების მიერ სამხრეთ ღაზაში განხორციელებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიჭრა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა იყო და რომ ისრაელის პასუხი „შესაბამისი იქნება“.

13 ოქტომბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ. მძევლების გათავისუფლების გარდა შეთანხმება ითვალისწინებს სამხედრო ოპერაციების შეჩერებას, ჰუმანიტარული დახმარების განახლებას და ისრაელის არმიის გაყვანას შეთანხმებულ ხაზზე. გარდა ამისა, ის ითვალისწინებს „ჰამასის“ განიარაღებას და ღაზის ხელისუფლებიდან ჯგუფის წევრების ჩამოშორებას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG