„ლევან ხაბეიშვილი დაატყვევეს მისი სიტყვის გამო, პოლიტიკური განცხადების გამო. 85 დღეა, რაც პოლიტიკოსი დატუსაღებული ჰყავს ივანიშვილს“, - თქვა აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეკრებილ ადამიანებს ხელში ეჭირათ ლევან ხაბეიშვილის ფოტოები და პლაკატები წარწერით: „თავისუფლება ხაბეს“. ერთ-ერთ პლაკატზე დატანილ ფოტოზე პოლიციელების მიერ ნაცემი ხაბეიშვილი იყო გამოსახული.
- ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, აქციასა და ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის „$200 000-ის შეთავაზების“ ბრალდებით.
- დაკავებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ხაბეიშვილს ასევე ედავებოდნენ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
პოლიტიკოსისთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე დღეში, სუსმა მას ციხიდან ნათესავებსა და ახლობლებთან კომუნიკაცია აუკრძალა.
ფორუმი