Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ უკრაინამ დრონებით დაარტყა სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის ნავთობბაზას


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომარი FPV დრონით ზაპოროჟიეს ოლქში. 25 სექტემბერი, 2025.
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომარი FPV დრონით ზაპოროჟიეს ოლქში. 25 სექტემბერი, 2025.

შაბათს ღამით, 7 დეკემბერს, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში იერიში განხორციელდა ნავთობბაზაზე. ამის შესახებ Exilenova+ იტყობინება ქალაქის მოსახლეობაზე დაყრდნობით. არხის თანახმად, უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებს ხანძარი მოჰყვა. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ოფიციალური სტრუქტურები ჯერჯერობით არ ავრცელებენ ინფორმაციას ნავთობბაზაზე დარტყმის შესახებ.

მანამდე რეგიონის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა ტელეგრამში საკუთარ არხზე გამოაქვეყნა გაფრთხილება უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში სარატოვის ოლქში უკრაინის 42 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების იერიში განხორციელდა როსტოვის ოლქშიც. გუბერნატორ იური სლიუსარის ცნობთ, შოლოხოვის რაიონში ხუტორ კოლუნდაევსკის გარეუბანში დრონმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი, რის შედეგადაც 250 ადგილობრივი მოსახლე უსინათლოდ დარჩა.

მთლიანობაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ღამის განმავლობაში დაიჭირეს ან გაანადგურეს უკრაინის თვითმფრინავის ტიპის 77 უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 42 სარატოვის ოლქში ჩამოაგდეს, 12 - როსტოვის ოლქში, 10 - ანექსირებულ ყირიმში, 9 - ვოლგოგრადის ოლქში, ორი - ბელგოროდში, თითო-თითო - ასტრახანის ოლქსა და ჩეჩნეთში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG