შეხვედრის მთავარი თემაა შედეგები სამდღიანი მოლაპარაკებებისა, რომელიც კიევმა ფლორიდაში გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან და რომელიც უკრაინაში ომის დასრულების პირობებს ეხებოდა.
ზელენსკიმ ადრეც განაცხადა, რომ საკვანძო საკითხზე - დონბასზე - კომპრომისი არ იქნა მიღწეული. ტრამპმა თქვა, რომ ამით „იმედგაცრუებულია“.
„ორშაბათს გავემგზავრები ლონდონში, რომ შევხვდე უკრაინის პრეზიდენტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს, ვითარებისა და აშშ-ის მედიაციის ჩარჩოში მიმდინარე მოლაპარაკებების შესაფასებლად. უკრაინას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი განუხრელი მხარდაჭერის იმედი. სწორედ ეს არის „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში გაწეული ძალისხმევის მიზანი“, - წერს პლატფორმა X-ზე საფრანგეთის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ ევროპელები ამერიკელებთან ერთად გააგრძელებენ ძალისხმევას უსაფრთხოების გარანტიებით უკრაინის უზრუნველსაყოფად. მაკრონის განცხადებით, ამგვარი გარანტიების გარეშე შეუძლებელი იქნება მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა და რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება მისი მშვიდობისკენ იძულებისთვის - „ის, რაც ახლა სასწორზე დევს უკრაინაში, არის აგრეთვე მთელი ევროპის უსაფრთხოება“.
ფორუმი