სანქციების სიაში შევიდა ასევე ხუთი იურიდიული პირი. მათ შორისაა დუგინის მიერ დაარსებული „გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრი“, პროექტი „რიბარი“, „საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების უფლებების მხარდაჭერისა და დაცვის ფონდი“ და ბელგიაში მოქმედი რუსულენოვანი მედიაპროექტები Golos და Euromore, იტყობინება სამშაბათს ბრიტანეთის მთავრობის პრესრელიზი.
ბრიტანეთის ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანქციების სიაში შეყვანილი ფიზიკური და იურიდიული პირები უკრაინის დესტაბილიზაციაში არიან ჩართულნი ან სარგებელს იღებენ რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით.
ალექსანდრ დუგინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად ითვლება. მან არაერთხელ გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები. დუგინს სანქციები აქვს დაწესებული აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან.
რუსეთი დასავლეთის სანქციებს უკანონოს უწოდებს და ევროპაში რუსული მედიის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს სიტყვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნევს. РБК-ს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მოსკოვი სარკისებრ პასუხს გასცემს საკუთარი სანქციებით.
ფორუმი