Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინაში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ბრიტანელი სამხედრო


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა

სამშაბათს უკრაინაში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა.

„ის ტრაგიკული ინციდენტის შედეგად დაშავდა, როცა უკრაინის ჯარების მიერ ახალი თავდაცვითი შესაძლებლობების გამოცდას აკვირდებოდა ფრონტის ხაზიდან შორს,“ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრ ჯონ ჰილის თქმით, ის „შეძრწუნებულია უკრაინაში დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვით“.

„ჩემს ფიქრებში ვარ მის ოჯახთან, მეგობრებთან და კოლეგებთან, რომლებიც თავიანთ ძვირფას ადამიანს გლოვობენ,“ განაცხადა მან.

როგორც BBC იუწყება, ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვედანაყოფში მსახურობდა და რა როლს ასრულებდა დაღუპული სამხედრო.

მაუწყებლის თანახმად, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი არ ყოფილა მოწინააღმდეგის ცეცხლი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა დეტალებზე საუბარზე. ის ოპერატიული მიზეზების გამო არ ასაჯაროებს ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების იმ წარმომადგენლების რაოდენობას, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან. მაგრამ სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ უკრაინაში მცირე რაოდენობით სამხედროები არიან გაგზავნილი ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად და დიპლომატიური პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


ფორუმი

XS
SM
MD
LG