Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადორაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი

16:10 10.12.2025

16:04 - სასამართლო სხდომა დასრულდა. მომავალი სხდომა 18 დეკემბერს ჩაინიშნა.

15:50 10.12.2025

15:45 - თორნიკე მჭედლიშვილის ადვოკატი თენგიზ ხარებავა ამბობს, რომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მჭედლიშვილი დანარჩენ დაკავებულებს საერთოდ არ იცნობს.

15:50 10.12.2025

15:25 - ლაშა ბერიძე, ბრალდებული: „მე ვარ ადამიანი, რომელსაც საბრძოლო მოქმედებებში მიუღია მონაწილეობა. ამათგან განსხვავებით, მე მართლა მოძალადე ვარ, მისვრია, დამიბომბია ქალაქები, მაგრამ იმაზე მშვიდობიან ღონისძიებაში, რომელშიც 4 ოქტომბერი იყო, არასდროს ვმონაწილეობდი... სამი კაცი საერთოდ პირველად ვნახე ამ სასამართლოზე. როდესაც ორგანიზებულ დანაშაულზე ვლაპარაკობთ, ეს ხალხი ჩემთან რა შუაშია? 2004 წელს პირველი ჯარისკაცი რომ დამეღუპა, ბატალიონის მეთაური ვიყავი და ძალიან გამიჭირდა მის ოჯახში მისვლა, რადგან ის დაიღუპა და მე გადავრჩი. ახლაც ამდაგვარი გრძნობა მაქვს. ეს ხალხი ჩვენთან რა შუაშია?“

15:14 10.12.2025

15: 05 - შესვენებაზე, სხდომის განახლებამდე პატიმრები და ახლობლები ერთმანეთს ელაპარაკებიან. „სამნი ვზივართ საკანში, კიდევ 200 კაცი რომ ჩასვან, საერთოდ აღარ იქნება ადგილები“, - ეუბნება ირაკლი ჩხვირკია დარბაზში მჯდომს, - „ჩემი კატა მაინც შემოაყვანინონ [დარბაზში]. დედაჩემს ტელეფონით მაინც ველაპარაკები და მას ვერა“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG