სააგენტო წერს, რომ დეკემბრის მოგება 410 მილიარდი რუბლის, ანუ ხუთ მილიარდ დოლარზე ცოტა მეტის ოდენობის იქნება; ეს არის მინიმალური მონაცემი 2020 წლის აგვისტოდან - როცა ენერგომატარებლების გაყიდვები პანდემიის გამო შემცირდა და 405 მილიარდი რუბლი შეადგინა.
ნავთობითა და გაზით მოპოვებული მოგება კრემლისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. ფედერალური ბიუჯეტი მასშტაბურად იხარჯება თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა.
გავრცელებული ვარაუდით, მთელი წლის მოგება თითქმის მეოთხედით შემცირდება და 8,44 ტრილიონ რუბლს გაუტოლდება - რაც ნაკლებია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გათვლებთან შედარებით. სამინისტრო 8,65 ტრილიონი რუბლის მიღებას ვარაუდობდა - წერს Reuters-ი.
ფორუმი