Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ქალაქ პროვიდენსში უნივერსიტეტში სროლას 2 სტუდენტი ემსხვერპლა, დაშავებულია - 9


ქალაქi პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სროლა იყო, 13 დეკემბერი, 2025 წელი
ქალაქi პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სროლა იყო, 13 დეკემბერი, 2025 წელი

აშშ-ის როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სულ მცირე ორი სტუდენტი დაიღუპა. დაშავდა ცხრა ადამიანი.

CNN-ის ცნობით, სროლა უნივერსიტეტში ფინალური გამოცდის შემაჯამებელი სესიის დროს მოხდა.

სამართალდამცავები ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ. პოლიცია ამბობს, რომ თავდამსხმელი შავებში ჩაცმული, დაახლოებით 30 წლის მამაკაცი იყო, რომელიც ფეხით გაიქცა.

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და პროვიდენსის პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციის შემთხვევაში, სამართალდამცავებს მიმართონ.

თავდასხმის პერიმეტრზე ადგილობრივი, სახელმწიფო და ფედერალური სააგენტოების 400-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG