Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში გაიმართა მასშტაბური აქცია არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში ბავშვებზე ძალადობის გამო


საპროტესტო აქცია ბუდაპეშტში, 13 დეკემბერი, 2025 წელი
საპროტესტო აქცია ბუდაპეშტში, 13 დეკემბერი, 2025 წელი

მრავალათასიანი აქცია გაიმართა ბუდაპეშტში, არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში, ბავშვებზე ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროების შემდეგ.

დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. მათ ოპოზიციის ლიდერ პიტერ მაგიარის ხელმძღვანელობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციისკენ მსვლელობა გამართეს.

დემონსტრანტებს ხელში ეკავათ ბანერი წარწერით - „დაიცავით ბავშვები“.

მოქალაქეები აპროტესტებდნენ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ძალადობის ფაქტებს, რომლის ამსახველი კადრებიც 10 დეკემბერს გასაჯაროვდა.

ზუსტად როდის არის გადაღებული კადრები, ამ დროისათვის უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, კადრები რამდენიმე წლის წინ უნდა იყოს გადაღებული.

არასრულწლოვანთა ცენტრში მომხდარი ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გადადგა.

მას პროსტიტუციაში, ფულის გათეთრებასა და ადამიანებით ვაჭრობაში ედება ბრალი. პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შვიდი ადამიანია დაკავებული. საქმეზე გამოძიება გრძელდება.


10 დეკემბერს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობამ სახელმწიფო მართვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრები პოლიციის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ გადაიყვანა.

ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მაგიარმა, რომლის პარტია “Tisza”, აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ლიდერობს, 9 დეკემბერს ვიქტორ ორბანს გადადგომისკენ მოუწოდა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG