Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვისთვის ხუთი პირი დააკავეს


პოლიციის თანამშრომლები მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე 2024 წლის 21 დეკემბერს. ერთი დღით ადრე აქ მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელიც თავდამსხმელმა ავტომობილით განახორციელა, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300-ზე მეტი დაშავდა.
პოლიციის თანამშრომლები მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე 2024 წლის 21 დეკემბერს. ერთი დღით ადრე აქ მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელიც თავდამსხმელმა ავტომობილით განახორციელა, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300-ზე მეტი დაშავდა.

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული ხუთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ისინი ბავარიის მხარეში, დინგოლფინგის მახლობლად დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით დაკავებულია ხუთი მამაკაცი, მათგან სამი მაროკოდანაა, ერთი ეგვიპტიდან, ერთი კი სირიელია. დაკავებულების ასაკი 22 წლიდან 56 წლამდეა.

პროკურატურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბრალდებულებს ჰქონდათ გეგმა, ტერორისტული თავდასხმა საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის გამოყენებით განეხორციელებინათ.

გავრცელებული ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ ინფორმაცია შესაძლო ტერორისტული აქტის შესახებ უცხოური სადაზვერვო სამსახურისგან მიიღო.

გასულ წელს 20 დეკემბერს აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, შობის ბაზრობაზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელიც თავდამსხმელმა ავტომობილით განახორციელა, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300-ზე მეტი დაშავდა.

2016 წლის დეკემბერში, თავშესაფრის მაძიებელი ტუნისიდან, ბერლინში, შობის ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილით შევარდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, ხოლო 56 დაშავდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG