Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჭირში მაგრად დადგომა ალბათ ქართული გენეტიკის გამოძახილია“ - ინტერვიუ მთამსვლელ გიორგი ტეფნაძესთან


გადმოწერა

მთამსვლელი გიორგი ტეფნაძე მეწყვილე ბაქარ გელაშვილთან ერთად პაკისტანში სამ მწვერვალზე ავიდა, რომელთაგან ერთი მანამდე აუსვლელი იყო, მეორეზე ერთი წლის წინ იყვნენ ნამყოფები, თუმცა განსხვავებული გზით, მესამე კი მათი გარდაცვლილი მეგობრის, არჩილ ბადრიაშვილის მიერ დაგეგმილი მარშრუტით აიღეს.

გიორგი ტეფნაძის, ბაქარ გელაშვილის და არჩილ ბადრიაშვილის წინა წლების პაკისტანში ექსპედიციებმა ტრიოს პრესტიჟული ჯილდო, ოქროს წერაყინი მოუტანა.

მოუტანს თუ არა ქართველ მთამსვლელებს ახალი მწვერვალების დალაშქვრა კიდევ ერთ აღიარებას, ეს 2026 წლის ბოლოს გახდება ცნობილი. მანამდე კი ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ შეიძლება მეგობრის დაღუპვით გამოწვეულმა დანაკარგმა კვლავ დაგაბრუნოს შორეულ მწვერვალებზე, როგორ აღმოაჩინო ახალი მთები, რომელსაც სახელს დაარქმევ და როგორ ცდის ნებისყოფას და შესაძლებლობებს მთებში სიარული.

ფორუმი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG