"თეირანში არ არის ინტერნეტი" - წერს X-ზე კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და ციფრული უფლებების დამცველი ამირ რაშიდი, ირანში ინტერნეტთან დაკავშირებული ამჟამინდელ სიტუაციაზე
სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრები, როგორც რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა, რადიო "ფარდამ" დაადგინა, ასახავს თეირანის აიათოლა ქაშანის ბულვარზე 8 იანვრის საღამოს გამართულ მსვლელობას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან ირანის მთავრობას მიაწოდა ინფორმაცია: „თუ ისინი ხალხის კვლას დაიწყებენ“, მაშინ „ჩვენ მათ ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ“.
„მე მათ ვაცნობე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ხალხის კვლას, რასაც ისინი, როგორც წესი, არეულობების დროს აკეთებენ, მათ კი ბევრი არეულობა აქვთ, თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ“, - განაცხადა ტრამპმა.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს“, - ამბობს ის არსებულ ვითარებაზე. - „მათ იციან და მათ ძალიან მკაცრად უთხრეს, იმაზე მკაცრადაც კი, ვიდრე ახლა თქვენ გესაუბრებით - რომ თუ ისინი ამას გააკეთებენ, მათ მოუწევთ სასტიკი პასუხისგება“.
კითხვაზე, თუ რა არის მისი გზავნილი ირანელი ხალხისთვის, ის პასუხობს: „თქვენ მყარად უნდა გწამდეთ თავისუფლების“, რის შემდეგაც მან გააკრიტიკა ის, რაც ქვეყანაში მიმდინარე რეჟიმის პირობებში ხდება.
ინტერნეტ-მონიტორინგის სააგენტო NetBlocks-ი აცხადებს, რომ ირანში „ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა“ დააფიქსირა
ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ: „პირდაპირი მონიტორინგის მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ამჟამად ინტერნეტის საყოველთაო გათიშვის პროცესშია; აღნიშნული შემთხვევა მოჰყვა ციფრული ცენზურის გამკაცრებული ზომების სერიას, რომლებიც მიმართულია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების წინააღმდეგ და ზღუდავს საზოგადოების უფლებას, ჰქონდეს კომუნიკაცია ამ კრიტიკულ მომენტში“
ირანში მე-12 დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.
ფორუმი