ირანი წლების განმავლობაში მმართველი ძალის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა შეძრა. ხელისუფლება მზარდი არეულობის ჩასახშობად სასტიკ რეპრესიებს ახორციელებს.
საპროტესტო აქციები ირანის ძირითად კომერციულ ცენტრებში, - ბაზრებში, ქუჩებში და მოედნებზე მთელ ქვეყანაში და მოვაჭრეების გაფიცვები, - 1979 წლის ისლამური რევოლუციის წინა მოვლენებს მოგვაგონებს.
რადიო თავისუფლება ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი პოლიტიკის პროფესორს, რევოლუციებისა და სოციალური ცვლილებების ერთ-ერთ წამყვან მკვლევარს, ჯეკ გოლდსტოუნს ესაუბრა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ირანში მიმდინარე მოვლენებმა ისლამური რესპუბლიკის დასასრული მოიტანოს.
ინტერვიუ წაიკითხე აქ👇
„სიკვდილი დიქტატორს“, „თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება“, - ირანში საპროტესტო გამოსვლები 8 იანვარსაც გაგრძელდა
- ირანის დედაქალაქ თეირანში და სხვა ქალაქებში უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.
- ირანის ხელისუფლების სასტიკ ზომებს ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები ემსხვერპლნენ.
- ყველაზე მეტი მსხვერპლი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ღარიბ რეგიონებში აღირიცხა.
- მოკლულთა შორის იყვნენ იურისტი, სპორტსმენები, მუსიკოსი და მაღაზიის მფლობელი; ოჯახები უარყოფენ მათი სიკვდილის შესახებ ოფიციალურ ვერსიებს.
კალასი: ირანში მიმდინარე მოვლენები "ააშკარავებს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია"
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კაია კალასი 9 იანვარს აცხადებს, რომ ირანის უსაფრთხოების ძალების მხრიდან საპროტესტო აქციების მიმართ გატარებული ზომები "დისპროპორციულია" და რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.
"ინტერნეტის გათიშვა, მაშინ, როცა მიმდინარეობს დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობა, ააშკარავებს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია", - წერს კალასი პლატფორმა X-ზე.
დეტალურად აქ👇
ფორუმი