Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

12:47 10.1.2026
  • ირანში საპროტესტო გამოსვლების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ შტატები ირანში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და არ გამორიცხავს პროცესში ჩარევასაც.
  • თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო.
  • დაღუპული და დაკავებული დემონსტრანტების რაოდენობა დაუზუსტებელია - რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა 9 იანვრისთვის დაადასტურა 25 დემონსტრანტის სიკვდილი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანია.
  • დაკავებულია სავარაუდოდ 2 000-ზე მეტი ადამიანი - დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ 40-ს აჭარბებს.
21:30 9.1.2026

ირანი წლების განმავლობაში მმართველი ძალის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა შეძრა. ხელისუფლება მზარდი არეულობის ჩასახშობად სასტიკ რეპრესიებს ახორციელებს.

საპროტესტო აქციები ირანის ძირითად კომერციულ ცენტრებში, - ბაზრებში, ქუჩებში და მოედნებზე მთელ ქვეყანაში და მოვაჭრეების გაფიცვები, - 1979 წლის ისლამური რევოლუციის წინა მოვლენებს მოგვაგონებს.

რადიო თავისუფლება ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი პოლიტიკის პროფესორს, რევოლუციებისა და სოციალური ცვლილებების ერთ-ერთ წამყვან მკვლევარს, ჯეკ გოლდსტოუნს ესაუბრა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ირანში მიმდინარე მოვლენებმა ისლამური რესპუბლიკის დასასრული მოიტანოს.

ინტერვიუ წაიკითხე აქ👇


21:10 9.1.2026

„სიკვდილი დიქტატორს“, „თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება“, - ირანში საპროტესტო გამოსვლები 8 იანვარსაც გაგრძელდა

21:09 9.1.2026
  • ირანის დედაქალაქ თეირანში და სხვა ქალაქებში უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.
  • ირანის ხელისუფლების სასტიკ ზომებს ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები ემსხვერპლნენ.
  • ყველაზე მეტი მსხვერპლი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ღარიბ რეგიონებში აღირიცხა.
  • მოკლულთა შორის იყვნენ იურისტი, სპორტსმენები, მუსიკოსი და მაღაზიის მფლობელი; ოჯახები უარყოფენ მათი სიკვდილის შესახებ ოფიციალურ ვერსიებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG