თეირანში, ქაჰრიზაქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწაზე ასვენია ცხედრები, მათ გარშემო კი ხალხი დგას.
ირანის სახელმწიფო მაუწყებელი, IRIB-ი - ერთ-ერთი იმ რამდენიმე მედიასაშუალებიდან, რომლებისთვისაც ინტერნეტი კვლავაც ხელმისაწვდომია - აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს, რომელიც ასახავს ცხედრებს თეირანში მდებარე საწყობის დიდ შენობაში - თუმცა მაუწყებელი ადამიანების სიკვდილს "დემონსტრანტებს" აბრალებს.
რეპორტაჟში დაკონკრეტებული არ არის თეირანის უბანი, საწყობის მდებარეობა, ან სხვა დეტალები. რეპორტაჟი 11 იანვარს გავრცელდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ახალგაზრდა კაცი ლონდონში, ირანის საელჩოდან შენობაზე ადის.
ვიდეომასალაში ჩანს მამაკაცი, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარე საელჩოს აივანზე ადის და სახელმწიფო დროშას ისლამურ რევოლუციამდელი დროშით ცვლის, რომელზეც ლომი და მზეა გამოსახული; აღნიშნულ სიმბოლიკას ხშირად იყენებენ ირანული ოპოზიციური ჯგუფები.
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა 11 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელს სურთ ირანში "ქაოსი და უწესრიგობა" იყოს და ამ მიზნით "არეულობას" იწვევენ - და ირანელებს მოუწოდა თავი შორს დაიჭირონ "არეულობის მომწყობებისგან და ტერორისტებისგან". მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.
მანამდე ირანის პოლიციის მთავარსარდალმა, აჰმად რადანმა განაცხადა, რომ გამკაცრდა მომიტინგეების წინააღმდეგ ზომები უსაფრთხოების ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინაციის გზით, - ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლებს ირანული სამსახური, რადიო „ფარდა“.
ფორუმი