Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

15:23 13.3.2026

ერაყში დაიღუპა აშშ-ის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავ KC-135-ის ეკიპაჟის 4 წევრი. ამ ტიპის თვითმფრინავებიდან ხდება საბრძოლო თვითმფრინავების საწვავით შევსება.

01:37 13.3.2026

აშშ-ის სამხედრო პირების მიერ ირანის გოგონათა სკოლაზე სარაკეტო დარტყმის შემდგომი მოვლენების საბოლოო შეფასებას კონგრესს უახლოეს დღეებში წარუდგენენ, განუცხადეს წყაროებმა რადიო თავისუფლებას.

ამის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა, ალბათ შეერთებულმა შტატებმა განახორციელა.

01:36 13.3.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის საფეხბურთო ნაკრები გააფრთხილა, რომ მათი „სიცოცხლე და უსაფრთხოება“ შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდეს, თუ ისინი იქნებიან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში უნდა გაიმართოს.

22:02 12.3.2026

აშშ-მა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების დაახლოებით 60 ხომალდი ჩაძირა და ქვეყნის ჩვეულებრივი ფლოტის დიდი ნაწილი გაანადგურა. თუმცა ჰორმუზის სრუტე მაინც ფაქტობრივად დახურულია, რადგან ირანს გემების შესაჩერებლად ძლიერი ფლოტი არც სჭირდება.

აშშ-ისა და ისრაელის მასშტაბურმა საჰაერო იერიშებმა, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დიდი ნაწილი გაანადგურა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG