Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

14:11 15.3.2026

ირანი აფრთხილებს არაბულ ქვეყნებს რეგიონში, რომ შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის „სამალავები“ დაბომბოს.

საამიროების მთავარ ენერგეტიკულ ცენტრს - ფუჯაირის 14 მარტს დრონებით თავდასხმის შემდეგ პრობლემები შეექმნა. იქ ჯერ ვერ ჩააქრეს დრონით ჩაჭრის შემდეგ ჩამოვარდნილი ნამსხვრევებით გამოწვეული
ხანძარი.

00:16 15.3.2026

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეების მცდელობები, დაეწყოთ დიპლომატიური მოლაპარაკებები.

ამ შეხვედრების მიზანი უნდა ყოფილიყო, დასრულდეს ირანთან ომი, რომელიც ორი კვირის წინ აშშ-სა და ისრაელის მასშტაბური საჰაერო თავდასხმით დაიწყო, იტყობინება სამი წყარო, რომელიც ინფორმირებულია ამ მცდელობების შესახებ.

21:41 14.3.2026

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ აზიზიმ, განაცხადა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია ამიერიდან მისი ქვეყნისთვის „კანონიერ სამიზნედ“ გახდა.

„დრონების გამოყენებით ისრაელის რეჟიმის მხარდაჭერით, დანგრეული უკრაინა ფაქტობრივად ომში ჩაერთო და გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, მთელი თავისი ტერიტორია ირანის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცია“, - წერს აზიზი სოციალურ ქსელ X-ში.

21:24 14.3.2026

ინდოეთმა თავისი 22 გემის ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფა ითხოვა.

ისინი სრუტის დასავლეთ ნაწილში არიან გაჩერებული, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 14 მარტს მას შემდეგ, რაც ირანმა რამდენიმე ინდურ გემს გავლის უფლება მისცა, რაც სრუტის ჩაკეტვის პირობებში იშვიათი გამონაკლისია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG