Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ტრამპი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას „სრული დატვირთვით“ მისიის შესრულებამდე

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, თეირანმა საპასუხო დარტყმები მიაყენა სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.

მთავარი მოვლენები

14:55 1.3.2026

ირანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანიმ 1 მარტს გამოსვლისას პირობა დადო, რომ აშშ-ს და ისრაელს, მათი თავდასხმის საპასუხოდ, რასაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი ემსხვერპლა, ისეთი ძალით დაარტყამს ირანი, როგორიც დღემდე არ უნახავთ.

15:01 1.3.2026

New York Times-ი იტყობინება 1 მარტს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აიათოლა ალი ხამენეი ირანის უმაღლესი ლიდერების შეხვედრას უნდა დასწრებოდა, აშშ-სა და ისრაელის არმიებს დაეხმარა თავდასხმის ორგანიზებაში, რომლის დროსაც ირანის უზენაესი ლიდერი მოკლეს.

15:40 1.3.2026

აიათოლა ალი ხამენეი, ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი, რომელიც ქვეყანას თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, 86 წლის ასაკში, 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის გამანადგურებელი და მიზანმიმართული საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.

16:09 1.3.2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 1 მარტს განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა „ცინიკური“ მკვლელობა იყო, რომელიც არღვევს ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG