Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ტრამპი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას „სრული დატვირთვით“ მისიის შესრულებამდე

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, თეირანმა საპასუხო დარტყმები მიაყენა სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.

მთავარი მოვლენები

16:10 1.3.2026

Reuters-ი იტყობინება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველთა საბჭოს იურისტ წევრად ალირეზა არაფი აირჩიეს.

ირანის კონსტიტუციით, ეს არის სამწევრიანი ორგანო, რომელსაც უზენაესი მმართველის როლის შესრულება ევალება ექსპერტთა ასამბლეის მიერ ახალი ლიდერის არჩევამდე.

17:08 1.3.2026

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა 1 მარტს განაცხადა, რომ ირანის უზენაესი მმართველის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი „ირანის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი“ იყო.

17:32 1.3.2026

1 მარტს ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს დარტყმები „თეირანისკენ მიმავალი გზის“ გასახსნელად - ამის თაობაზე ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დასავლეთ და ცენტრალურ ირანში განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემების უმეტესობა მწყობრიდან გამოსულია. არმია ამბობს, რომ სამიზნეები „თეირანის გულია“.

18:33 1.3.2026

კვირას, რომის პაპმა ლეონ XIV-მ მოწოდება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში „ძალადობის სპირალის“ დასრულებისკენ მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა დაიწყეს, რასაც მოჰყვა ირანის საპასუხო დარტყმები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG