საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში დრონებით შეტევა იყო აშშ-ის საელჩოზე. საუდის არაბეთი რეგიონის იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ირანის ძალები უტევენ მის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს ორმა დრონმა შეუტია, რასაც მცირე მასშტაბის ხანძარი და უმნიშვნელო ზიანი მოჰყვა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანზე დარტყმები გაძლიერდება და ვარაუდობს, რომ სახმელეთო ძალების გამოყენება საჭირო არ იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე მორიგი დარტყმების შესახებ იუწყებიან. ისრაელის თანახმად, იერიში ისევ მიიტანეს ირანის მხარდამჭერი ჰეზბოლას პოზიციებზეც ლიბანში. საპასუხი დარტყმების შესახებ იუწყებიან ირანი და ჰეზბოლა.
ისრაელმა, რომელიც შეერთებულ შტატებთან ერთად განაგრძობს ირანზე დარტყმებს და პარალელურად ლიბანში ბომბავს ირანის მხარდამჭერი, აშშ-ის და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცახადებული ჰეზბოლას პოზიციებს, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში გაგზავნა სახმელეთო ძალები.
ფორუმი