Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

08:58 4.3.2026

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობამ (CENTCOM) ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნა შედეგები, რომლებიც სარდლობის თანახმად, ამ ეტაპზეა მიღწეული.

09:30 4.3.2026

ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩეულია აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი. ამის შესახებ ირანული გამოცემა Iran International-ი და გერმანული მაუწყებელი DW წერენ ირანში თავის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

13:17 4.3.2026

ისრაელის თავდაცვის არმიამ 4 მარტს დილით გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყა კიდევ ათეულობით სამეთაურო ცენტრს, მათ შორის თეირანში, სახმელეთო ძალების ლოგისტიკის სამმართველოს და რაკეტების გამშვებ დანადგარებს.

15:32 4.3.2026

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი IRIS Dena ჩაიძირა შრი-ლანკის ნაპირებთან. სამხრეთ აზიის ამ ქვეყანასა და ირანს შორის მანძილი 4000-ს კილომეტრზე მეტია. რატომ იმყოფებოდა ირანის სამხედრო გემი ამ რაიონში, უცნობია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG