ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დღეს, 4 მარტს კიდევ ერთხელ გამოხატა ქვეყნის მთავრობის პოზიცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მიმართ.
აშშ განიხილავს შესაძლებლობას, შეაიარაღოს ირანელი ქურთების ოპოზიციური ჯგუფები
გავრცელებული ცნობებით, აშშ განიხილავს შესაძლებლობას შეაიარაღოს ირანელი ქურთების ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც მეზობელ ერაყში არიან დაფუძნებული. ამ ნაბიჯს შესაძლოა მოჰყვეს ახალი ფრონტის გახსნა ირანთან ომში და სამოქალაქო ომის გაჩაღება ირანში.
ერაყის ნახევრად ავტონომიურ ქურთთა რეგიონში სახლობს ირანელი ქურთების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც წლების განმავლობაში აწარმოებენ დაბალი ინტენსივობის ამბოხების ბრძოლას თეირანის წინააღმდეგ. მათი ნაწილი ირანში ავტონომიას მოითხოვს, სხვები - ისლამური რესპუბლიკისგან გამოყოფას.
აშშ-ის მხრიდან ირანელი ქურთების ჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებისა და საზღვრებს შორისი სახმელეთო თავდასხმების მხარდაჭერის შესაძლებლობის ფონია აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური საჰაერო დარტყმები.
"უფლებას ვიტოვებთ ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნებისმიერ მტრულ მიმართებას"
ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოჩენილ იქნა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტა გადაიტაცა და მისი ნეიტრალიზება მოახდინა - იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, რაკეტამ გადაიარა ერაყის და სირიის საჰაერო სივრცეები. მისი ნამსხვრევები ჩამოვარდა თურქეთის ჰათაის პროვინციაში. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ყველა მხარეს ვაფრთხილებთ აუცილებლობაზე თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებსაც შესაძლოა მოჰყვეს რეგიონში კონფლიქტის კიდევ უფრო გავრცელება" - აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
უწყება დასძენს, რომ თურქეთი მხარს უჭერს რეგიონის სტაბილურობას, თუმცა აქვს უნარი "უზრუნველყოს თავისი ტერიტორიისა და მოქალაქეების უსაფრთხოება, იმისგან დამოუკიდებლად, თუ საიდან მომდინარეობს საფრთხე".
"უფლებას ვიტოვებთ ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნებისმიერ მტრულ მიმართებას" - დასძენს სამინისტრო.
ირანს ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა უწევს - 36 წელიწადის განმავლობაში პირველად.
ბოლო წლების განმავლობაში ხამენეის პოტენციურ შემცვლელად რამდენიმე ფიგურას ასახელებდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მკაფიოდ სამი კანდიდატი იკვეთება:
ფორუმი