ნავთობის გაზრდილი ფასების შესამცირებლად აშშ ნავთობთან დაკავშირებულ სანქციებს მოუხსნის ზოგიერთ ქვეყანას, სანამ სიტუაცია ისევ სტაბილური არ გახდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა 9 მარტს, ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტრამპს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია. სანქცირებულებს შორის რუსეთიცაა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევას ულოცავს.
ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ავსტრალიაში სტადიონზე ირანის ჰიმნს არ აჰყვა. ხუთმა წევრმა ავსტრალიაშივე ითხოვა თავშესაფარი. მათ ჰუმანიტარული ვიზები უკვე მიიღეს. ფეხბურთელების ნაწილი ბრუნდება ომში მყოფ სამშობლოში, სადაც მედიამ ისინი მოღალატეებად შერაცხა.
„ხუთზე უკვე იზრუნეს, დანარჩენები კი გზაში არიან“, - Truth Social-ის პოსტში განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ ენტონი ალბანეზესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ორშაბათს, 9 მარტს.
ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ავსტრალიაში მონაწილეობდა აზიის თასის გათამაშებაში. 9 მარტს ნაკრების ხუთმა წევრმა ავსტრალიაში დარჩენა გადაწყვიტა. ცნობილია, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა იქნება "უპირობო დანებება" ირანის მხრიდან, აშშ-სა და ისრაელის მიერ ერთობლივად წარმოებული დაბომბვის ფონზე - აცხადებს თეთრი სახლი 10 მარტს, ომის შესაძლო ხანგრძლივობის თაობაზე შეკითხვების პასუხად.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის ამ განცხადებებს წინ უძღოდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის მიერ გამოთქმული გაფრთხილება "ირანზე თავდასხმების ყველაზე ინტენსიური დღის" შესახებ, ასევე ტრამპის განცხადება, რომ საომარი კამპანია "ძალიან მალე" დასრულდება.
ფორუმი