ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ 14 მარტს გამოქვეყნებული ცნობით, რომელსაც AFP-ი ავრცელებს, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 56 მუზეუმი და ისტორიული ობიექტი დაზიანდა აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის განმავლობაში, რომელიც მე-15 დღეა გრძელდება.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 14 მარტს გამოაცხადა, რომ მისმა ძალებმა წინა ღამით ირანის ხარქის კუნძულზე მასშტაბური იერიში მიიტანეს და ზუსტი დარტყმები განახორციელეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 მარტს განაცხადა, რომ ბევრი ქვეყანა გაგზავნის სამხედრო გემებს ჰორმუზის სრუტის მიმართულებით, რათა ნავთობის ტრანსპორტის მნიშვნელოვანი საზღვაო გზა გახსნილი იყოს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები გააკეთებენ ამას.
ინდოეთმა თავისი 22 გემის ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფა ითხოვა.
ისინი სრუტის დასავლეთ ნაწილში არიან გაჩერებული, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 14 მარტს მას შემდეგ, რაც ირანმა რამდენიმე ინდურ გემს გავლის უფლება მისცა, რაც სრუტის ჩაკეტვის პირობებში იშვიათი გამონაკლისია.
ფორუმი