ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Times-ი წერს. მისი წყაროა ისრაელის და აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ანგარიში, რომელიც დიპლომატიური არხებით გაუზიარეს მოკავშირეებს სპარსეთის ყურეში.
დაზვერვის თანახმად, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოჯთაბა ხამენეის ირანის ქალაქ ყუმში მკურნალობენ მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს, 28 თებერვალს დაიჭრა. ამ დღეს მოკლული იყო მისი მამა, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ირანი 7 აპრილს შეთანხმების მიღწევისკენ და თქვა, რომ „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება“, თუ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის ხარქის კუნძულზე სამხედრო სამიზნეებზე მიიტანეს იერიში, იტყობინება 7 აპრილს საინფორმაციო სააგენტო Axios-ი აშშ-ის მაღალი რანგის პირზე დაყრდნობით, რომლის ვინაობაც უცნობია.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ირანი 7 აპრილს შეთანხმების მიღწევისკენ და თქვა, რომ „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება“, თუ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
ირანის "წითელი ნახევარმთვარის" ცნობით, რომელსაც Reuters-ი იმოწმებს, დაიბომბა ირანის რკინიგზა ქარაჯის რეგიონში.
ამავე რეგიონის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა გადამცემ ხაზებზე დარტყმის შედეგად, იტყობინება NOURNEWS-ი.
რკინიგზაზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან ყაზვინიდანაც - ETEMADONLINE-ის ცნობას ავრცელებს Reuters-ი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ დათანხმდა „ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირით შეაჩეროს“.
7 აპრილს მან ვადა მისცა ირანს, დათანხმდეს პირობებს, თორემ დაიმუქრა, „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება.“
მოგვიანებით, ტრამპმა განაცხადა, რომ ესაუბრა პაკისტანის - ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავალი ქვეყნის ლიდერებს.
პაკისტანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ირანის ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ ისწრაფოდა.
ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის შემდეგ აშშ-ირანის მოლაპარაკება პაკისტანში უნდა გაიმართოს
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად 10 აპრილს უნდა დაიწყოს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში.
შეერთებული შტატები და ირანი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას 7 აპრილს დასთანხმდნენ პაკისტანის შუამავლობით.
ფორუმი