თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის თქმით, ეკიპაჟმა ბაზაზე დაბრუნება „უსაფრთხოების ზომების გამო“ აფრენიდან მალევე გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავში არ ირთვებოდა რამდენიმე სანათი ხელსაწყო. პრეზიდენტი ტრამპი შვეიცარიაში სხვა თვითმფრინავით გაფრინდება.
პრეზიდენტი და მისი კაბინეტის წევრები დავოსში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გეგმავენ. განხილვის მთავარი თემა, სავარაუდოდ, გრენლანდიის გარშემო არსებული ვითარება იქნება, რომელსაც ტრამპი, შეერთებულმა შტატების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს.
პრეზიდენტი ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება საპრეზიდენტო თვითმფრინავის, Boeing 747-ის, მდგომარეობაზე, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან ასრულებს საპრეზიდენტო თვითმფრინავის ფუნქციას.
კომპანია Boeing-მა რამდენიმე წლის წინ მიიღო ახალი ორი საპრეზიდენტო თვითმფრინავის შეკვეთა, თუმცა მათი მიწოდება, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ვერ მოესწრება.
გასულ გაზაფხულზე ტრამპის ადმინისტრაციამ კატარის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო ახალი Boeing 747-8. თუმცა მის მოდერნიზაციას საპრეზიდენტო თვითმფრინავად გამოსაყენებლად შესაძლოა საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს.
ფორუმი