Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგლოევმა ოკუპირებულ ცხინვალში "მთავრობა" დაითხოვა


ალან გაგლოევი
ალან გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას "მთავრობის დათხოვნის" შესახებ. ინფორმაცია დღეს 21 იანვარს მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.

სააგენტო Рес-ი წერს, რომ გაგლოევმა "მთავრობის მეთაური" კონსტანტინ ჯუსოევი "მისი განცხადების საფუძველზე" გაათავისუფლა.

ჯუსოევის მოვალეობას "ვიცე-პრემიერი" ძამბოლატ ტადტაევი შეასრულებს.

"სამხრეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტს დაევალა თავისი მოვალეობების შესრულება ახალი მთავრობის ფორმირებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციურ ტელეგრამ-არხებზე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ჯუსოევის გადადგომა დაკავშირებულია რუსული დაფინანსების არამიზნობრივ გამოყენებასთან და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ კითხვებთან. ირწმუნებიან, მოსკოვი დაინტერესდა „სად გაქრა 2,5 მილიარდი რუბლი... ალან გაგლოევი ყველაფერში კონსტანტინ ჯუსოევს დაადანაშაულებს“, - წერს BONV[Ӕ]RNON-ი.

ჯუსოევი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობას 2022 წლიდან, ალან გაგლოევის "საპრეზიდენტო არჩევნებში" გამარჯვების შემდეგ ხელმძღვანელობს. მანამდე ჯუსოევი სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული. მისი კომპანიები ცხინვალში რამდენიმე პროექტის მშენებლობაში მონაწილეობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG