Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დიდთოვლობა და ძლიერი ყინვაა, 20-ზე მეტ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს


ნიუ-იორკის მეექვსე ავენიუ 2026 წლის 25 იანვარს
ნიუ-იორკის მეექვსე ავენიუ 2026 წლის 25 იანვარს

ძლიერმა თოვამ და ყინვამ პრობლემები შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ადგილობრივი მედია მსხვერპლის შესახებაც იუწყება.

ოცზე მეტ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ყინვის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. 25 იანვარს ენერგომომარაგება შეუწყდა მილიონზე მეტ ადამიანს. მათი უმრავლესობა ტენესის, მისისიპის, ლუიზიანის და ტეხასის მცხოვრებია.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ძლიერი თოვისა და ყინვის შედეგად დაღუპულია სულ მცირე შვიდი ადამიანი.

აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე შტატებში დარღვეულია სატრანსპორტო მიმოსვლა. გაუქმდა 17 ათასამდე ავიარეისიც.

ორშაბათს, 26 იანვარს დაკეტილი იქნება სკოლების დიდი ნაწილი. ისინი დროებით დაუბრუნდებიან პანდემიის პერიოდის დისტანციურ სწავლებას.

ზოგიერთი შტატის ხელისუფლებამ სახელმწიფო მოხელეებს მიმართა, სულ მცირე, სამშაბათამდე სახლებიდან იმუშაონ.

ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლების გარდა სავალ გზებს თოვლისგან წმენდენ ადგილობრივი მცხოვრებნიც
ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლების გარდა სავალ გზებს თოვლისგან წმენდენ ადგილობრივი მცხოვრებნიც

დიდთოვლობა და ყინვაა აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონსა და მეგაპოლის ნიუ-იორკშიც.

ნიო-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ განაცხადა, რომ ძლიერი ყინვა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მამდანის ინფორმაციით, ქალაქში მობილიზებულია შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების ათასობით თანამშრომელი და მუშაობს 2700-მდე მარილის დამყრელი და თოვლის საწმენდი მანქანა.

ვაშინგტონი, აშშ-ის კონგრესის შენობა 2026 წლის 25 იანვარს
ვაშინგტონი, აშშ-ის კონგრესის შენობა 2026 წლის 25 იანვარს

შეერთებული შტატების მეტეოსამსახურის პროგნოზით, ორშაბათიდან თოვა ბევრგან შეწყდება, თუმცა შენარჩუნდება ძლიერი ყინვა და მოსალოდნელია წვიმა და ქარი.

ამერიკელები მოსალოდნელი უამინდობის შესახებ გასულ კვირაში, წინასწარ გააფრთხილეს. ბევრმა სურსათი და სხვა საჭირო პროდუქტები მოიმარაგა. სასურსათო მაღაზიები სწრაფად დაცარიელდა.

სასურსათო მაღაზიის დაცარიელებული დახლები არლინგტონში. 2026 წლის 23 იანვარი
სასურსათო მაღაზიის დაცარიელებული დახლები არლინგტონში. 2026 წლის 23 იანვარი











ფორუმი

XS
SM
MD
LG