Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს პოლიციასთან შეტაკებისას


ლონდონში 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს პოლიციასთან შეტაკებისას. დაშავდა საპოტესტო აქციის ათობით მონაწილე. შეტაკება მოხდა შაბათს, როცა ბრიტანეთის დედაქალაქში 250 000-მდე ადამიანის მონაწილეობით მიმდინარეობდა დემონსტრაცია, მიმართული საჯარო სექტორისათვის განკუთვნილი ხარჯების შეკვეცის წინააღმდეგ. ბრიტანეთის მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების ამცირებს დეფიციტის შესაკვეცად. პოლიციის განცხადებით, საპროტესტო მარში, ძირითადად, მშვიდობიანი იყო, მაგრამ რამდენიმე მომცრო ჯგუფი დემონსტრანტების ძირითად ნაწილს ჩამოშორდა და მაღაზიების და ბანკების დაზიანება, სხვადასხვა ობიექტისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა და პოლიციასთან შეტაკებაში ჩაერთო. საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესის ცნობით, დააკავეს, სულ ცოტა, 214 ადამიანი, დაშავდა 84.
XS
SM
MD
LG