Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ სინანული გამოთქვა მეამბოხეთა დაღუპვის გამო, მაგრამ ბოდიშს არ მოიხდის


ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სინანული გამოთქვა თავისი ავიაციის თავდასხმის დროს მეამბოხეთა დაღუპვის გამო, მაგრამ ბოდიშს არ მოიხდის ლიბიელი მეამბოხეების ტანკზე დარტყმის მიყენებისთვის, განაცხადა რა, რომ ვითარება მიწაზე ცვალებადია. ნატოს ავიაციამ 7 აპრილს შეცდომით ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ბრეგაში ტანკს და სულ მცირე ორი მეამბოხე დახოცა. ზურგის ადმიარალმა რასელ ჰარდინგმა, რომელიც ლიბიაში ნატოს ოპერაციის მეთაურის მოადგილეა, ბრიუსელში განაცხადა, რომ ხუთშაბათამდე ნატომ არც კი იცოდა, რომ მეამბოხეები ტანკებს იყენებდნენ. ლიბტელი მეამბოხეები მიესალმნენ თურქეთის სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც მხარეებს სთავაზობს ცეცხლის შეწყვეტას და მოუწოდებს მუამარ კადაფის მომხრეთა ჯარებს დატოვონ დასავლეთში ალყაშემორტყმული ქალაქები. თურქეთის პრემიერმა, ერდოანმა განაცხადა, რომ წინადადებას განიხილავენ ყატარში, ლიბიაში საერთაშორისო ინტერვენციის გარშემო შეხვედრაზე, მომავალ კვირაში.
XS
SM
MD
LG