Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროს ტაჰრირის მოედანზე დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს


დემონსტრანტებმა მანქანები დაწვეს და ბარიკადები ააგეს კაიროში, ტაჰრირის ცენტრალურ მოედანზე, მას მერე, რაც ჯარებმა ძალის გამოყენებით დაშალეს ღამით გამართული საპროტესტო აქცია და მოკლეს სულ ცოტა ერთი ადამიანი. 70 ადამიანი დაიჭრა. ჯოხებითა და სხვა თვითნაკეთი იარაღით აღჭურვილი დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ არ გადადგება ეგვიპტის შეიარაღებული ძალების სარდალი, საველე მარშალი მოჰამედ ტანტავი, რომელიც ეგვიპტის სახელმწიფოს მეთაურია. წუხელ ეგვიპტის ჯარებმა ჰაერში ისროლეს და ხელკეტები გამოიყენეს ტაჰრირის მოედნიდან რამდენიმე ასეული დემონტრანტის გასაყრელად. პარასკევის დემონსტრაცია ეგვიპტეში ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში. სამხედროებმა, რომლებიც მართავენ ეგვიპტეს თებერვალში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ, აცხადებენ, რომ პოლიციამ მოედანი დამნაშავეებისგან გაწმინდა.
XS
SM
MD
LG