Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: კადაფის ძალები „საერთაშორისო დანაშაულებში“ არიან ეჭვმიტანილი


ლიბიის ქალაქ მისურატაში დღეს გაგრძელდა ინტენსიური შეტაკებები მეამბოხეებსა და მუამარ კადაფის ძალებს შორის. იზრდება მსხვერპლის რაოდენობა. პარალელურად, ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, ნეივი პილაის განცხადებით, ცნობები, რომ კადაფის ძალები მისურატაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ კასეტურ ბომბებს და სნაიპერების ტყვიებს იყენებენ, „შეიძლება საერთაშორისო დანაშაულებს გაუტოლდეს“. მისურატა მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფი ბოლო მნიშვნელოვანი ქალაქია ქვეყნის დასავლეთით. ათასობით უცხოელი მიგრანტი მუშა ქალაქის პორტში შველას ელის. მეამბოხეთა წარმომადგენლის თქმით, ნატოს მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმები არ იყო საკმარისი და მათ „საერთოდ ვერ შესძლეს არსებული ვითარების შეცვლა“. დღესვე იტალიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ ლიბიაში სამხედრო მრჩევლების მცირე ჯგუფებს გზავნიან მეამბოხეების დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG