Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა სტამბოლის ცენტრში აფეთქების შედეგად


თურქეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა სულთან აჰმეტის რაიონში მდებარე სკვერში, რომელიც ტურისტების ერთ-ერთი მთავარი თავშესაყარია. პოლიციამ აფეთქების შემდეგ სკვერს ალყა შემოარტყა. გავრცელებული ცნობებით, აფეთქების უკან, შესაძლოა, თვითმკვლელი იდგეს. სულთან აჰმეტის რაიონში განლაგებულია სტამბოლის ცნობილი ღირსშესანიშნაობები: აია სოფიას ტაძარი, ცისფერი მეჩეთი და თოფკაპის სასახლე. ამ აფეთქების ფონია ქვეყნის მასშტაბით მომხდარი თავდასხმების სერია, რომელიც ოქტომბერში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტერაქტით დაიწყო. ორი თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს მაშინ 100 ადამიანი შეეწირა. ქვეყნის პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმებში ბრალი ედება ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“.

XS
SM
MD
LG