Accessibility links

ინტერნეტის ვარსკვლავი ავღანელი ბიჭი შეხვდა თავის საყვარელ ფეხბურთელს, მესის


ავღანელი ბიჭი, 6 წლის მურთაზა აჰმედი, რომელმაც ინტერნეტში დიდი პოპულარობა მოიპოვა, შეხვდა თავის საყვარელ ფეხბურთელს, ლიონელ მესის. არგენტინელი ვარსკვლავი და ავღანელი ბიჭუნა ერთად გამოვიდნენ დოჰის სტადიონზე, მატჩის დაწყებამდე. ეს შეხვედრა მოაწყო ყატარში 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის

მურთაზა აჰმადი თვითნაკეთი მაისურით
მურთაზა აჰმადი თვითნაკეთი მაისურით

საორგანიზაციო კომიტეტმა. 6 წლის ავღანელმა ბიჭუნამ სახელი გაითქვა წელს ინტერნეტით გავრცელებული ფოტოებით, რომლებზეც აცვია თვითნაკეთი, პოლიეთილენის პარკისგან შეკერილი მაისური წარწერით „მესი“ და „10“ - ანუ ნომრით, რომლითაც ლიონელ მესი თამაშობს. ინტერნეტში ფოტოების გავრცელების შემდეგ მალევე, მესიმ ნამდვილი მაისური გაუგზავნა ავღანელ ბიჭს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG